Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აშენებული ახალი ტაძარი ეკურთხა

თარიღი : 18-01-2019, 09:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთათელ-გაენათელმა მიტროოლიტმა მეუფე კალისტრატემ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აშენებული ახალი ტაძარი აკურთხა.

ტაძარი მოედანზე არსებული საკათედრო ტაძრის (სობოროს) დანგრევიდან 95-ე წლისთავზე აიგო და ის წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობისაა.

ქუთაისის საკათედრო ტაძარი (სობორო), რომელიც ქუთაისის ცენტრალურ მოედნის ტერიტორიაზე მდებარეობდა, 1871 წელს აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა წმიდა გაბრიელმა (ქიქოძე). 1923 წლის 8 მარტს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ტაძარი დაარბია და დახურა, გუმბათიდან ჩამოხსნეს ჯვარი.

ტაძარში დაკრძალულნი იყვნენ: იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი, +1900) და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ავტორი, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე, +1918). აღსანიშნავია, რომ ისინი ტაძრის დანგრევისას არ გადაუსვენებიათ და დღესაც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეა მათი საფლავები.

2001 წლის 8 თებერვალს, წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, სობოროს ტაძრის ისტორიული ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა ადგილი ახალი ტაძრის აგებისათვის და აღიმართა ჯვარი. 2017 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა საძირკველი და დაიწყო ორსართულიანი ტაძრის აგება.


ნანახია: 650-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეკლესიის მშენებლობა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აკურთხა და პარაკლისი გადაიხადა.
ტაძრის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტაძარი
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, მრევლთან ერთად მდინარე რიონი აკურთხა.
წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაძე ახალი ტაძრის საძირველის მშენებლობა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აკურთხა.
ქუთაისში მუხრანის ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა იწყება. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას საძირკველი ქუთათელ - გაენათელმა