Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ანგარიში ხალხს და დაჯილდოების ცერემონია - ცოტნე ზურაბიანი წელს აჯამებს

თარიღი : 16-01-2019, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პარლამენტის წევრი, ცოტნე ზურაბიანი 18 იანვარს წყალტუბოს მცხოვრებლების წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგება. ანგარიშის ბოლოს კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მადლობის სიგელებს გადასცემენ.

ანგარიში მოიცავს მაჟორიტარის მიერ წყალტუბოში განხოციელებულ აქტივობებსა და 2019 წლის განმავლობაში პარლამენტის მიერ განხორციელებულ საქმიანობას.

"18 იანვარს ვისაუბრებ იმ შედეგებზე, რომელიც გვაქვს 2018 წელთან დაკავშირებით და ასევე გავაცნობთ მოსახლეობას სამომავლო გეგმებს როგორც საპარლამენტო საქმიანობის, ისე მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებთ," - ამბობს ცოტნე ზურაბიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი.

ანგარიშის წარსდგენის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი მადლობის სიგელებს გადასცემს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მისი საქმიანობიდან გამომდინარე 2018 წლის განმავლობაში წყალტუბოს განვითარებას უწყობდა ხელს.

შეხვედრაზე მოწვეული იქნებიან არასამთავრობო, სამთავრობო, მედია სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოს მცხოვრებლების წინაშე წლის შემაჯაამებელი ანგარიშით მეორედ წარსდგება.


ნანახია: 1457-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს მაჟორიტარის პრესსამსახურიდან აცნობეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან
ზურაბიანის თქმით, მისი თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდი იქნება აქტიური და პროდუქტიული.
პარლამენტის წევრმა წყალტუბოს მკვიდრებს ბიუროს მუშაობის შედეგების და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მაჟორიტარის თქმით, იგი ანგარიშით გამარჯვების მუნიციპალიტეტის წინაშე წელიწადში ორჯერ წარსდგება.

ამინდი