Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს მერი: ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე „ჭკვიანი კამერები" დამონტაჟდება

თარიღი : 16-01-2019, 11:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს უფროსს ზვიად სვანიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე წყალტუბო-ქუთაისის გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

"თანაგრძნობას ვუცხადებ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით უახლოს პერიოდში მოხდეს აღნუშნულ გზაზე საპატრული ეკიპაჟის გაძლიერებული კონტროლი, დამონტაჟდეს ჭკვიანი კამერები და მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება,"- აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით კონკრეტული სამუშაოები ჩატარდება.


ნანახია: 2465-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ვიდეოკამერების განთავსებას
ქუთაისი წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ სამ ახალგაზრდას გლოვობს.
.ავტოსაგზაო შემთხვევაში ოპელისა და პასატის მარკის ავტომანქანები მონაწილეობდნენ.

ამინდი