გეგუთის კოლონიის პატიმარი: გვცემენ და გვაწამებენ
თარიღი : 6-02-2014, 13:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გეგუთის №14 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები შიმშილობას იწყებენ.
როგორც topnews.com.ge-ს პატიმარმა გიორგი ქავთარაძემ განუცხადა, საპატიმროში დირექტორად ციხის ის მმართველი დააბრუნეს, რომელიც “ნაციონალების“ დროს პატიმრებს სასტიკად აწამებდა და სცემდა.
“დაბრუნდა “ნაციონალების“ დრო. ისევ გვირტყამენ უმიზეზოდ, გვცემენ, სამარტოო საკანში გვიშვებენ. ვითხოვთ, სასჯელაღსრულების მინისტრი დაინტერესდეს ჩვენთან არსებული ვითარებით“, - განაცხადა გიორგი ქავთარაძემ.
სასჯელაღსრულების სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.