Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„სახიფათოა"- ქუთაისში, თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი ნიშნები გააკრეს

თარიღი : 12-01-2019, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა ხიდის დაზიანებულ ნაწილზე სტიკერები დააკრეს წარწერით "სახიფათოა".

არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას უპასუხისმგებლობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ხიდი მოქალაქეებისთვის სახიფათოა.

"ორი კვირაა პასუხს ელის ქალაქის მოსახლეობა, თუ რა მოხდა თეთრ ხიდზე. სამწუხაროდ, არც ქალაქის მერს, არც საკრებულს თავმჯდომარეს და არც გუბერნატორს ამაზე პასუხი არ აქვთ. არსებული საფრთხიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს თეთრ ხიდზე, "ევროპა ჩვენი სახლიამ" თავად გააკრა გამაფრთხილებელი სტიკერები ხიდის იმ მონაკვეთებზე, სადაც მინაა განთავსებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, იმერეთის გუბერნატორს აკრძალონ გადაადგილება ხიდის იმ მონაკვეთზე, სადაც მინის საფარია განთავსებული და თეთრი ხიდის ჩაგდებულ პროექტს არ დაუმატონ რიონში ჩავარდნილი ადამიანებიც,"- აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარე გია გოქაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას ქუთაისის მერია გამოეხმაურა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებს გამოძიების პროცესის დასრულებას ელოდება, ხიდზე მოქალაქეების გადაადგილება კი უსაფრთხოა.


ნანახია: 1161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტენდერის თანახმად, ხიდზე სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.
თეთრ ხიდზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელიც ადგილზე გაეცნო სიტუაციას.
შსს მეორე დღა ვერ ადგენს რამ გამოიწვია თეთრ ხიდზე მინის დაზიანება.

ამინდი