Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის სოფელ საქარას მკვიდრმა, რომელსაც სახელმწიფომ ქონება წაართვა, დავა მოიგო

თარიღი : 12-01-2019, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის სოფელ საქარაში მცხოვრებმა ბაქარ კობახიძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტს სასამართლო დავა მოუგო.

საქმის მასალების მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კობახიძის საკუთრებაში არსებული 3380 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მეპატრონეს ავტობანის მშენებლობის გამო ჩამოართვა და რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ოთხჯერ ნაკლები კომპენსაცია გადაუხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ
დააკმაყოფილა კობახიძის სარჩელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქის სასარგებლოდ, დამატებით, 33 064 ლარის გადახდა დაავალა.

სასამართლოში მოქალაქის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი ზვიად ცირეკიძე იცავდა.


ნანახია: 672-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მაგისტრალის მშნებლობას კერძო ობიექტი ეწირება.
ზესტაფონის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო.
ნონა ბაბუაძემ 2017 წელს ზესტაფონის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევის მოთხოვნით აქციის მონაწიელებმა გზა გადაკეტეს.

ამინდი