Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ბაღდათში მდგომარეობა ხარაგაულზე მძიმეა, საკრებულოს დეპუტატები მერის და საკრებულოს თავმჯდომარის შესაცვლელად ემზადებიან"

თარიღი : 11-01-2019, 15:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ, პოლიტიკური კრიზისი და განხეთქილებაა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოშიც. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

წყაროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს შესაძლოა ვიხილოთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი, რადგან პოლიტიკური კრიზისია შექმნილი ბარდათის მერიასა და საკრებულოში და დიდი ხანია დაწყებულია დაპირისპირება.

„ხარაგაულის მუნციპალიტეტის მსგავსად, არც ბაღდათშია დალაგებული სიტუაცია. არ გამოვრიცხავთ, მიმდინარე წელს ვიხილოთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი, რადგანაც პოლიტიკური კრიზისია შექმნილი ბარდათის მერიასა და საკრებულოში და ამ უკანასკნელებს შორის დიდი ხანია დაწყებულია დაპირისპირება. საკრებულო და მერია უმეტესწილად არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ჩამოყალიბებულია კლანური გუნდები, რაც საბაბია იმის, რომ მოხდეს პირადი სიკეთეების გადანაწილება, ყოველივე ეს ასახულია მერიის შესაბამისი სამსახურების მუშაობაზე, რაც თითქმის ხარვეზულია და ამ მხრივ დიდი ჩავარდნები აქვს მერიას, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ რამდენიმე პროექტს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს და ასევე აუდიტის სამსახურს კონკრეტული შენიშვნები ჰქონდა მერიის სამსახურების სტრუქტურულ დებულებებთან და საკადრო ცვლილებებთან მიმართებაში. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე, ყველა გადაწყვეტილება ხდება კარჩაკეტილობის პრინციპით, დახურულ კარს მიღმა, რაც თავისთავად გამჭირვალე და ღია მმართველობას პრობლემას უქმნის. ამის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა და დეპუტატები აღარ ექცევიან საკრებულოს თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების ქვეშ. მეტიც, საუბარია საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევაზე. მათ შორის ახალი მერის. ფაქტია ასევე ის, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის ხელმძღვანელობის უმეტესობა სამსახურებში არ დადის ხშირად და შესაბამისადაც საქმეც ბევრია გაფუჭებული, ასევე სუსტია მერის მოადგილეები. ისინი მოქცეული არიან მერის ხელში და ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებენ მერის დაუკითხავად, მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც რაიონში იშვიათია ჩნდებოდეს. პირველი პრეცედენტია, რომ რაიონის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ბაღდათელი არ არის, ყოველ შემთხვევაში ბაღდათში არ ცხოვრობს. საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ, საქმე მეტად სერიოზული და ხარაგაულის მოვლენებზე უფრო მძიმეა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის დადგეს მერის და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ საკრებულოს დეპუტატთა ნაწილს თითქმის შერჩეული ჰყავთ თუ ვინ ჩაანაცვლებს მათ,“ -აცხადებს წყარო.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ინფორმაციას აფსურდს უწოდებენ.


ნანახია: 1677-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სხდომის ჩაშლის მიზეზად ქვორუმის არარსებობა დასახელდა, თუმცა საკრებულოს წევრების განცხადებით, აღნიშნული მიზეზი სიმართლეს არ
საკრებულოს სხდომა, რომელზეც დეპუტატების თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხზე უნდა ემსჯელათ, უშედეგოდ დასრულდა.
საკრებულოს სხდომაზე მერის საქმიანობა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეაფასა დადებითად.
“ჩვენ მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს იმოქმედოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე კი სხდომაზე ამ საკითხს დააყენებს,”–
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის (სოფლის სახელს
საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს მხარი საკრებულოს 22-მა წევრმა დაუჭირა.
აღნიშნულ ქუჩაზე მერიის დაკვეთით მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მიმდინარეობდა, მძიმე ტექნიკის საშუალებით კალაპოტიდან ამოღებული ქვა-ღორღი და მიწის მასა
21 იანვარი, 11:00 საათი: ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიების რეგიონული ლიდერები, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო, topnews.com.ge-ს პრესკლუბში

ამინდი