ქუთაისში „საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ ღამით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. მომხდარის შედეგად, ბანკის ფილიალი კარის გარეშე დარჩა.
ამ დროისთვის შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უცნობი პირები სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდნენ. მომხდარზე გამოძიება 19-177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობის ფაქტს გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.