ვინ მოხვდება ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიაში?
თარიღი : 6-02-2014, 13:21 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია პირველ ეტაპზე 5 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება. ქალაქის მერიაში კომისიის დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით კომისიის ახალი თავმჯდომარე დავით დვალი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
დავით დვალის თქმით, მან არასამთავრობოებს შესთავაზა, რომ კომისიის ხუთკაციან შემადგენლობაში მათი რიგებიდან შერჩეული ის ერთი წევრი შევა, რომელსაც არასამთავრობოები შიდა კონსულტაციით შეარჩევენ. რაც შეეხება კომისიის კიდევ სამ წევრს, დვალის თქმით, კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ნიშნით, სხვადასხვა პროფესიული გაერთიანებებიდან შეირჩევიან.
„მეორე ეტაპზე კომისია გახდება 7 წევრიანი და მასში მეექვსე წევრად ქალაქის მერი შევა, ოღონდ მას შემდეგ, რაც ქალაქის მერი კონკურსს აღარ დაექვემდებარება. კომისიაში მეშვიდე წევრის წარმოდგენა კვლავ არასამთავრობოებს შეეძლებათ,“ - ამბობს დვალი.
შეგახსენებთ, რომ საკონკურსო კომისიის ძველი შემადგენლობა ახალმა თავმჯდომარემ დაითხოვა.