Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: საქართველოში გაზრდილი ვარ, მაგრამ ეს ქვეყანა უცხოა ჩემთვის

თარიღი : 26-08-2013, 13:58 | კატეგორია: პოლიტიკა, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გაექცა თუ არა შვებულებაში გასვლით ქუთაისის მერი საკრებულოს წევრების მიერ დაანონსებულ იმპიჩმენტს?, როგორ იღებს დიმიტრი კოპალიანი დეპუტატების კრიტიკას?, აპირებს თუ არა მერის თანამდებობის დატოვებას და სამუშაოდ სხვა ადგილას გადასვლას და იღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს ქალაქის პირველი პირის ნაცვლად?,- ამ და მერთან დაკავშირებულ სხვა კითხვებს კოპალიანი ტოპნიუსთან ინტერვიუში პასუხობს.
ტოპნიუსი- ბატონო დიმიტრი რა მიზეზით გადით შვებულებაში? მაშინ, როდესაც ქალაქის საკრებულოს წევრები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თქვენს თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავდნენ, შვებულებაში გასვლა თქვენი მხრიდან ხომ არ იყო თანამდებობის გახანგრძლივების მცდელობა?
არა, მე იმპიჩმენტის საკითხს არ გავქცევივარ. უბრალოდ, რაღაც ოჯახური საქმეები მქონდა მოსაგვარებელი და ამიტომ ავიღე შვებულება. თქვენ გახსოვთ, ერთხელ უკვე მქონდა აღებული შვებულება. ახლა კიდევ მეორედ ავიღე 20 დღიანი შვებულება და 11 სექტემბერს კვლავ გამოვდივარ სამუშაოდ. მე იმპიჩმენტის არ მეშინია.
ტოპნიუსი- თქვენ ამბობთ, რომ იმპიჩმენტის არ გეშინიათ. თუმცა საკრებულოს დეპუტატები თანამდებობიდან გადაყენებით ყოველდღიურად გემუქრებიან. უფრო მეტიც, სხვადასხვა მედიასაშუალებით, თქვენი მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფაც ისმის.
„არა, ეს არ არის სიტყვერი შეურაცხყოფა, ეს არის ჯანსაღი კრიტიკა (ამერიკელები ასე ამბობენ, Healthy criticism ), თუმცა ამ დეპუტატებს შემდეგ როცა ვხვდები, მეუბნებიან, რომ კარგი გაგებით გამაკრიტიკეს. კრიტიკას იმით ხსნიან, თქვენთვის და მა ქალაქისთვის კარგი გვინდაო.
ტოპნიუსი- ბატონო დიმიტრი, უკვე თითქმის სამი თვეა, რაც თქვენ ქუთაისის მერის თანამდებობაზე იმყოფებით. თუმცა საზოგადოებას უჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ვერ მოერგეთ ქუთაისურ რეალობას და ამ ქალაქში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.
დიახ, მართალი ხართ. ემიგრანტს, რომელიც სხვა ქვეყანაში ჩადის, 6- 8 თვე სჭირდება, რომ მოერგოს იმ ქვეყანასა თუ ქალაქს. მე კი, ამერიკიდან ჩამოვედი თუ არა, ქუთაისის მერის თანამდებობა დავიკავე. ამ ქვეყანაში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ მაინც უცხოა ჩემთვის, იმიტომ რომ ამდენი წელი ამერიკაში ვცხოვრობდი. თქვენ რომ ამერიკაში ჩახვიდეთ და მერად დაგნიშნონ, ცოტა ხანი არ იქნებით დაბნეული?!- აი ასეთ მდგომარეობაში ვიყავი მეც მცირე ხნით.
ტოპნიუსი- თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს ქუთაისის მერიაში, რომ მერიამ ნორმალურად იფუნქციონიროს?
ნომერ პირველი პრობლემა ეს არის, არ არის ელექტრონული მართვის სისტემა. ქუთაისის მერია კვლავ მაკულატურაშია ჩაფლული. მე როდესაც ამერიკიდან ჩამოვედი, გავოცდი, როცა დავინახე აქ ადამიანები კომპიუტერს მხოლოდ facebook-სთვის იყენებენ, მაშინ როცა კომპიუტერით ძალიან ბევრი კარგი საქმის კეთება შეიძლება.
ტოპნიუსი- ბატონო დიმიტრი, საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლოა თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამხდარიყავით. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?
არა, ეს ყველაფერი ჭორებია. ჭორები ჩემს ირგვლივ ჩემი ამერიკიდან ჩამოსვლის დღიდანვე ვრცელდება. მე არ ვაპირებ ქუთაისის მერის თანამდებობა დავტოვო.
და ბოლოს, საინფორმაციო სააგენტო ტოპნიუსისთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერიაში გადაწყვეტილებებს თქვენს ნაცვლად, თქვენს თანაშემწედ მიჩნეული გია ცაცაშვილი იღებს. ამაზე რას გვეტყვით?
ეს არის მტკნარი სიცრუე და მეტი არაფერი. გაოცებული ვარ, ვის უნდა უნდოდეს ქუთაისის მერიაში მსგავსი რაღაცები მოიგონოს. მართლია, როცა უცხო ქალაქში ჩადიხარ, ვიღაცას ეკითხები რაღაცას, მაგრამ არა- ყველაფერს. მთავარი გადაწყვეტილება მაინც მერმა უნდა მიიღოს.


ნანახია: 3308-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გასვლას
ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გასვლას
ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები იმპიჩმენტს ვერ გამოუცხადებენ.
ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის მიერ აღებული 20 დღიანი შვებულება დღეს დასრულდა. როგორც კოპალიანმა ტოპნიუსთან საუბრისას
"ვიცით, რომ ქუთაისის მერი ახლა შვებულებაში არის. ამიტომ ჩვენ მერიაში გავათევთ ღამეებს და მის კაბინეტს დავიცავთ," - ამბობენ
გია უკლებას თქმით, საკრებულოს უმრავლესობამ მერი შვებულებაში უკვე მეორედ გააძევა.

ამინდი