'წყალს ვერ ვსვამთ, მოგვაქციონ ყურადღება,'-ქუთაისში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
თარიღი : 8-01-2019, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ანჯაფარიძის 19 ნომერში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც მათთან მისულ სასმელ წყალს უცნაური გემო აქვს.
„თავიდან არ ვაქცევდით ყურადღებას, მაგრამ ახლა ისე გამძაფრდა გემო, წყალს ვერ ვსვამთ. მთელ ქუჩაში ეს პრობლემაა, წყალს ვერ ვსვამთ. მოგვაქციონ ყურადღება,“ - აცხადებს მოსახლეობა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიის მობილური ჯგუფი ადგილზე მივა და მდგომარეობას გაეცნობა.