ხატია ვედმედევა ყოფილი თანამშრომლების განცხადებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება
თარიღი : 5-02-2014, 18:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა მის წინააღმდეგ აგორებულ ანტიპიარს “ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს.
თეატრის მმართველის თქმით, მას “ნაცმოძრაობიდან“ დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პრაიმერის თეატრში ჩატარება სურდათ, რაზეც უარი მიიღეს.
"მინდა განვაცხადო, რომ ერთი კვირის წინ თეატრის ყოფილი დირექტორი როზა დვალიშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრია, ტელეფონით დამიკავშირდა და მითხრა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სურს ერთი დღით დაიქირაოს ოპერის თეატრი. მე კატეგორიული უარი ვუთხარი, რადგან ხელოვნების კერაში პოლიტიკური საღამოები არ უნდა იმართებოდეს. სწორედ ეს გახლდათ მისი გაღიზიანების საბაბი და ამ საქმეში ყოფილი თეატრის თანამშრომლები გარია. აქვე აღვნიშნავ, ამ ქალბატონის მმართველობის დროს უამრავი დარღვევაა დაფიქსირებული. როგორც გავარკვიეთ, 2011 წელს თეატრის რეაბილტაციისათვის 15 000 ლარი იყო გამოყოფილი და ამათმა 4 000 ლარი დახარჯეს. სად წავიდა ეს თანხები, აღნიშნული საკითხით პროკურატურა დაინტერესებულია და საქმის მოკვლევასაც მალე დაიწყებენ. მე მზად ვარ დასაბუთებული პასუხი გავცე დოკუმენტალურად თითოეულ ბრალდებას და შენიშვნას,"–განაცხადა ხატია ვედმედევამ.
შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრის ყოფილმა ორმა თანამშრომელმა დღეს დილით ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ თეატრის ბიუჯეტიდან ვედმედევა თანხას არამიზნობრივად სასტუმროებში, რესტორნებსა და სილამაზის სალონებში ხარჯავს.