6-8 იანვარს სინოპტიკოსები წვიმას და თოვლს პროგნოზირებენ
თარიღი : 6-01-2019, 13:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, 6 იანვარს დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს,"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს,"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.