Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ცვლილებებს გეგმავს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში ახალი უფროსი?

თარიღი : 5-02-2014, 14:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ახალი უფროსი ეკა მამისეიშვილი Topnews.com.ge-სთან საკუთარ გეგმებზე საუბრობს.
როგორც მამისეიშვილი ამბობს, მისი მთავარი ამოცანა მერიის პრესცენტრში ჟურნალისტებისათვის სამუშაოდ შესაბამისი პირობების შექმნა და მედიის წარმომადგენლებთან გამჭვირვალე ურთიერთობა იქნება.
„ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსობა ჩემთვის ნამდვილად საპასუხისმგებლოა. მედიასთან ხშირი და მაქსიმალურად გამჭვირვალე ურთიერთობა გვექნება. მაქსიმალური კომფორტი იქნება ყველა ჟურნალისტისთვის. სიახლე, რომელსაც ვგეგმავთ ის იქნება, რომ შესვენების დროს პრესცენტრში ყოველთვის დარჩება მორიგე თანამშრომელი, რათა ხელი შევუწყოთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ინფორმაციის სწრაფად მიღებაში,“ - ამბობს მამისეიშვილი.
ცნობისთვის, ეკა მამისეიშვილი ადგილობრივ ტელეკომპანია „რიონში“ 12 წლის განმავლობაში დღის ამბების ჟურნალისტად მუშაობდა.


ნანახია: 2865-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსები იცვლებიან.
მერიის პრესსამსახურს ეკა მამისეიშვილი ხელმძღვანელობდა.
ქუთაისის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ 'მაესტროს' იმერეთის კორესპონდეტს შეურაცყოფა მიაყენა.