საახალწლოდ სასწრაფოს დახმარება 4 733 ადამიანს დასჭირდა
თარიღი : 2-01-2019, 16:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

31 დეკემბრიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5063 გამოძახება დაფიქსირდა. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს, სასწრაფოს ეკიპაჟებმა ორი დღის განმავლობაში 4733 პაციენტს აღმოუჩინეს დახმარება. ნაწილს შესაბამისი სერვისები ადგილზე მიეწოდა, დამატებითი საჭიროებისთვის კი, ჰოსპიტალიზაცია 1410 შემთხვევაში განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საახალწლოდ, რეგიონებში პიროტექნიკით სხეულის დაზიანებების შემთხვევებიც დაფიქსირდა. 31 დეკემბერს ამ მოტივით სასწრაფოს 31-მა პაციენტმა მიმართა, დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის მათგან 24-ის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 3 შემთხვევა დაფიქსირდა 1-ელ იანვარს. სამივე დაშავებული სასწრაფომ პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კლინიკაში მოათავსა.