იტვირთება

რა გაკეთდა ტყიბულში და რომელ სოფლებში იგეგმება გზების მოწესრიგება 2024 წელს?

რა გაკეთდა ტყიბულში და რომელ სოფლებში იგეგმება გზების მოწესრიგება 2024 წელს?

ტყიბულის მაჟორიტარის ინფორმაციით, 2021-2013 წლებში მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 51 კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

მაჟორიტარის ინფორმაციით, ცენტრალური და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა 48 მიმართულებით შემდეგ სოფლებში: ბობოთი, ცუცხვათი, მანდიკორი, დაბაძველი,ზედუბანი, საწირე, კურსები, სოჩხეთი,ძუყნური, ოჯოლა, წყნორი, კითხიჯი, მოწამეთა, ნაბოსლევი, ძმუისი, გელათი, მუხურა, ზედა ჭყეპი, ხორჩანა, ძიროვანი. საერთო ჯამში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით დაიხარჯა 27 840 000 ლარი.

"2024 წელს გზის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება შემდეგ სოფლებში: კურსები, ორპირი, ნაბოსლევი, გურნა, ხორჩანა, ძმუისი, სოჩხეთი, წყნორი, ხრესილი, ცუცხვათი, ჯვარისა, ოჯოლა, საწირე, დაბაძველი. მათი ჯამური ღირებულება შეადგენს 6 980 170 ლარს.

 ამ ეტამპზე მიმდინარეობს 11 მიმართულებით გზის რეაბილიტაცია შემდეგ ლოკაციებზე: კურსები (ავტობუსის გზა), კურსები (ქაშიბაძეების უბანი), ზედა ჭყეპი, ნაბოსლევი (ქირათელიძეების უბანი), გურნა ( ეკლარა-ანტორიის მიმართულება), ხორჩანა, ძიროვანი (ზედა სოფრომაძეები), ძმუისი (გოგელაშვილების უბანი), წყნორი ( ფოჩხისეულის უბანი-ნაფარების ჩიხი), კურსები ნაბოსლევის
დამაკავშირებელი გზა. მათი ჯამური ღირებულება შეადგენს 1 416 717 ლარს,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები