Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 'ტოიტას' კონკურსში გამარჯვებული პატარა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

თარიღი : 30-12-2018, 19:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიისა და სასტუმრო ,,Best Western Kutaisi -ის მხარდაჭერით სასტუმრო ,,ბესთ ვესტერნში" პატარა ქუთაისელი მხატვრის, ვან- გეგას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გეგას 45-მდე, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევარი. გამოფენაზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი მოადგილე ნინო თვალთვაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი.

კომპანიებთან და მოქალაქებთან ერთად 8 წლის მხატვრის ნახატები შეიძინეს ქუთაისის მერმა, მერის მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ვან-გეგა საქართველოს მასშტაბით 9 კონკურსის გამარჯვებულია, ის ასევე პირველად მოხვდა ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს გლობალურ კონკურსზე toyota dream car art მსოფლიო ათეულში. მისი ნამუშევარი 650 000 ნახატიდან შეირჩა და საუკეთესო მოტივირებულ მხატვრულ ნაშრომად დასახელდა.

გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო ხატავდა ანიმაციის გმირებს და რელიგიურ პერსონაჟებს. ბოლო პერიოდში გატაცებულია კუბიზმით, აბსტრაქციით, ავანგარდით, ხატავს ფანქარში, აკრილსა და ზეთში.


ნანახია: 819-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ნიჭიერი მხატვარი, 7 წლის გეგა სოფრომაძე მიიღო.
გამოფენაზე იმერეთში მოღვაწე ყველა თაობის 42 მხატვრის 100-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
თიბისი გალერეაში გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
გიორგი მარგველაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა უცხოელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გახსნეს.
ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ინიციატივით და ორგანიზებით, ოპერის ფოიეში ჟურნალისტების

ამინდი