Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ოცნებას" ხალხი აღარ ვჭირდებით, ორი არჩევნები გადააგორეს"

თარიღი : 5-02-2014, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დღეს იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეების მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან გამოსახლებების შეჩერებას და გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას ითხოვენ. იპოთეკური სესხებით დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებით, ისინი პერმანენტულ აქციებს მიმართავენ იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათი პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვას არ დაიწყებს.
„მეწარმე კაცი ვიყავი. ბინები იპოთეკაში ჩავდე და დავკარგე. „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი და გვერდით ვედექი, მაგრამ ახლა ხალხი აღარ ვჭირდებით, ორი არჩევნები გადააგორეს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯონდო ტაბეშაძე.
დაზარალებულთა აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა შეუერთდა.
„პარლამენტის მიერ მუშაობის გაგრძელების პარალელურად ამ ხალხმა გააგრძელა აქციები. ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მევახშეებს ლობირებენ. ეს ადამიანები ჩუქებას არ ითხოვენ. უნდათ, რომ მთავრობამ მათი პრობლემა გადაჭრას, რათა ქუჩაში არ დარჩნენ და შვილები ქუჩაში არ გაზარდონ,“ - ამბობს პარტიის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია.


ნანახია: 2648-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაზარალებულები აქციის გამართვას პლენარული სხდომის პარალელურად გეგმავენ.
იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მორიგი აქცია გამართეს.
'Sos გვასახლებენ',- აღნიშნული შინაარსის შემცველი ბანერი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან იპოთეკური სესხებით
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობას კვერცხები დაუშინეს.
იპოთეკური სესხებით დაზარალებული ადამიანები, დღეს პარლამენთან შეკრებასა და ღამის გათევას გეგმავენ.
ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის

ამინდი