Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ანგარიში ხალხს საგაზეთო ფორმით

თარიღი : 29-12-2018, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ირაკლი შენგელია გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ანგარიშს საგაზეთო ფორმით ჩააბარებს.

გაზეთში მოცემულია საკრებულოს წევრის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა აქტივობა: განხორციელებული პროგრამები, ინფრასტრუქტურული მიმართულება, განათლება და გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობა. ასევე გაზეთში შეგიძლიათ ნახოთ 2018 წლის განმავლობაში ქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობები ინფრასტრუქტურისა და სოციალური მიმართულებით.

"მსურდა ანგარიში გამარჯვების ოლქში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის ჩამებარებია, ამისთვის ავირჩიე საგაზეთო ფორმა. აღნიშნული გაზეთით მსურს წლის განმავლობაში ჩემს მიერ განხორციელებული საქმიანობებისა თუ აქტივობების შესახებ ოლში ცხოვრებლებს სრული ინფრომაცია მივაწოდო. მე ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი გამარჯვების ოლქის მცხოვრებლების აქტიური ხმა საკრებულოში. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი კომპეტენციების ფარგლებში მემოქმედა და მათ მიერ გამოცხადებული ნდობა გამემართლებინა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაქალაქელებს იმ აქტიურობისთვის, რაც ამ დრომდე დაუფიქსირებიათ. წინ საინტერესო წელი გველის. კიდევ უფრო მეტად დატვირთული, უფრო ნაყოფიერი და განვითარებაზე ორიენტირებული," - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ.

გაზეთში ასევე შესულია ადგილობრივებისთვის საჭირო და სასარგებლო ინფრომაცია: საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურისა და სოციალური მომსახურების პროგრამები.

აღნიშნული გაზეთი დეკემბრის 30-31-ში გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ინდივიდუალურად დაურიგდებათ. ასევე, ანგარიში საგაზეთო ფორმით მიეწოდება მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს.


ნანახია: 475-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მაჟორიტარის თქმით, იგი ანგარიშით გამარჯვების მუნიციპალიტეტის წინაშე წელიწადში ორჯერ წარსდგება.
როგორც შენგელიამ მის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე დააანონსა, გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ანგარიშს 30 ივლისს, 18:00
გამარჯვების ოლქში არჩევნებში 'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ გაიმარჯვა.
მოზარდებისთვის განხორციელებული კურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების მხატვრულ ლიტერატურასთან დაახლოების ხელშეწყობას და გამარჯვების
კარდაკარის მიზანია, ამომრჩევლისთვის 'ქართული ოცნების' მიერ შეთავაზებული საარჩევნო პროგრამის, გამარჯვების ოლქთან მიმართებაში

ამინდი