'მენიუში შეიძლება ვიხილოთ ბანანი და გოგრა, მრავალფეროვანი გახდება რძის პროდუქტები,'- ქუთაისის საბავშვო ბაღებში მენიუ იცვლება
თარიღი : 29-12-2018, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება ზამთრის არდადეგების პერიოდში ბაღებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გეგმავს. გაერთიანების ყველა ფილიალში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბერს დასრულდა და 21 იანვარს განახლდება.
გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, აღნიშნული პერიოდი ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად საკმარისია. მისივე თქმით, ბაღებში კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად სამუშაოები 2019 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.
„სავარაუდოდ პირველი სექტემბრიდან შეიცვლება და უკეთესი გახდება კვება. მენიუს დაემატება სუპის ნაირსახეობები, რძის ნაწარმი გახდება მრავალფეროვანი. მენიუში შეიძლება ვიხილოთ გოგრა და ბანანი. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბავშვებს შესაბამისი კვება, სასწავლო პირობები და უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ,“ - ამბობს დავით წიტაიშვილი.
ცნობისთვის, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 37 ფილიალი შედის. გაერთიანება 9 760 ბავშვს ემსახურება.