Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერი ტენდერის ჩავარდნის შემდეგ ფიქრობს ბავშვებზე"

თარიღი : 26-12-2018, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან ქალაქის საახალწლოდ მორთვას აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანასება არჩია, აღნიშნული მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

მესამე სექტორის თქმით, მერის აღნიშნული განცხადება პოპულისტურია და რეალურად ის აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს იმიტომ ეხმარება, რომ ტენდერი ჩაუვარდა.

"როდესაც განცხადებით მივმართე ქუთაისის მერს, გათვალისწინებული ჰქონდათ თუ არა ქალაქ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში აუტიზმის მქონე იმ ბავშვების დაფინანსებისთვის საჭირო თანხები, რომლებიც აუტიზმის პროგრამის მომლოდინეთა სიაში იმყოფებიან, პასუხად მივიღე უარი. ახლა ვგებულობთ, რომ ქალაქის განათებაზე უარს ამბობს მერი და ამ ბავშვებს აფინანსებს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ქუთაისის მერიას გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი ქალაქის განათებისთვის, რომელიც ჩავარდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტენდერის ჩავარდნის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ბავშვების დაფინანსება. რომ არ ჩავარდნილიყო ტენდერი, ბავშვები დარჩებოდნენ დაფინანსების გარეშე. მერია სწორად უნდა ახდენდეს პრიორიტეტების განსაზღვრას და თავიდანვე უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ნებისმიერი მოწყვლადი ჯგუფის დაფინასნების საკითხი,"- აცხადებს "ოჯახების დისკრიმინაციის წინაარმდეგ-fad-ის"- ხელმძღვანელი მარიამ კორკოტაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ერთ-ერთ დღის ცენტრს ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი დაუფინანსდება.

დღის ცენტრი „ღია სახლი“ ამ პროგრამაში პირველად ერთვება. დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარია. ქალაქის საახალწლო განათებისთვის 110 000 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან მერიამ ახალი განათებების შეძენაზე უარი თქვა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, აღნიშნული 30 ათასი ლარი დაზოგილიყო.

„აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დღის ცენტრისთვის ამ პროგრამაში ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მიხარია, რომ დანაზოგი თანხით ეს საქმე კეთდება,“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

"ქუთაისის მერი ტენდერის ჩავარდნის შემდეგ ფიქრობს ბავშვებზე"


ნანახია: 1056-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ერთ ერთ დღის ცენტრს ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი
ქუთაისის 37 ბაგა-ბაღში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 49 აღსაზრდელი იმყოფება.
მერის დაპირებით, ქალაქი 2018 წლის ზაფხულიდან გადავა 24 საათიან წყალმომარაგებაზე, გაკეთდება შიდა მისასვლელი გზები და დაიგება
ქუთაისში, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები თავს დღის ცენტრს შეაფარებენ.

ამინდი