Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: „ძალიან ცუდად მოექცნენ თეთრ ხიდს, ლითონის ფილები 6 ლარიანი ლაქით შეღებეს"

თარიღი : 25-12-2018, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქალაქის მერი აფასებს.

ქუთაისის მერის თქმით, ისტორიული თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელმა კომპანიამ, სამუშაოები არაკეთილსინდისირად შეასრულა. თეთრის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, ქუთაისის მერმა განცხადება, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„გვინდოდა, რომ თეთრი ხიდი ტურისტებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი ყოფილიყო, თუმცა შეგვხვდა არაკეთილსინდისიერი კომპანია. აღნიშნულ კომპანიას ჩვენ სასამართლოში ვუჩივით. ძალიან ცუდად მოექცნენ ხიდს, 6 ლარიანი ლაქით შეღებეს რკინის ფილები. ხიდს ექსპერტიზა ჩაუტარდება,“- განაცხადა ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსნებეთ, რომ თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ხიდზე ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.


ნანახია: 3142-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე ხიდის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი პირები, ლითონისა და მინის ფილების სილიკონით დამუშავების სამუშაობს ახორციელებენ.
ქუთაისში ისტორიულ თეთრ ხიდზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია სრულდება.

ამინდი