Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გა­უფრ­თხილ­დით თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას,'- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხორცის შეძენისას?

თარიღი : 24-12-2018, 19:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (FAO) მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, თავი შე­ი­კა­ვონ ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სა­გან ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და ხორ­ცის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი.

გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა იმა­ტებს, გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის ფონ­ზე კი ხში­რად ხორ­ცის რე­ა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო გა­რე­მო­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, უც­ნო­ბია ხორ­ცის წარ­მო­მავ­ლო­ბა და სა­ქონ­ლის დაკ­ვლის ად­გი­ლი.

სა­ქონ­ლის ხორ­ცის შე­ძე­ნი­სას მომ­ხმა­რე­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს რიგ გა­რე­მო­ე­ბებს:


ხორ­ცი უნდა ინა­ხე­ბო­დეს სუფ­თა, და­ხუ­რულ მა­ცი­ვარ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვით, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია 2-დან 6-გრა­დუ­სამ­დე, ხოლო, შე­ნახ­ვის ვა­დაა 48 სა­ა­თი.
გა­სა­ყი­დი ხორ­ცის ეტი­კეტ­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა (სა­დაც მდე­ბა­რე­ობს სა­საკ­ლაო), სა­საკ­ლა­ოს აღი­ა­რე­ბის ან პი­რო­ბი­თი აღი­ა­რე­ბის ნო­მე­რი (სა­დაც და­იკ­ლა ცხო­ვე­ლი); ასე­ვე, დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი და სა­ა­თი;
თუ ხორ­ცი მი­ღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლის­გან ("წარ­მო­შო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო"), ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს ცხო­ვე­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­ყუ­რე ნიშ­ნის ნო­მე­რი;
თუ ხორ­ცი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა;
სხვა­დას­ხვა წარ­მო­მავ­ლო­ბის ხორ­ცი (სა­ქო­ნე­ლი, ცხვა­რი, ღორი, თხა) მა­ცი­ვარ­ში გან­ცალ­კე­ვე­ბით უნდა იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი.
ცალ-ცალ­კე უნდა გან­თავ­სდეს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან (ბრა­ზი­ლია, უკ­რა­ი­ნა და სხვა) იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ციც.
ეტი­კე­ტი გა­მოკ­რუ­ლი უნდა იყოს თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას იმ მა­ცი­ვარ­ზე, რო­მელ­შიც პრო­დუქ­ტი ინა­ხე­ბა.

FAO და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სა­ვაჭ­რო ად­გი­ლებ­ში ხორ­ცი­სა და მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ფასი, შე­საძ­ლოა, მცი­რე­დით გან­სხვავ­დე­ბო­დეს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მა­ღა­ზი­ებ­ში და ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი­სა­გან, თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას ახ­სოვ­დეს! - ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე დაკ­ლუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ხორ­ცი­სა და ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის­გან (რძე, ყვე­ლი, თევ­ზი და ა. შ) ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბის რის­კი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია! ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის­გან ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოს სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

გა­უფრ­თხილ­დით თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას გთხოვთ, დარ­ე­კოთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე: 15 01" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


ნანახია: 1023-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი