Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

თარიღი : 5-02-2014, 11:51 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ვასილ ჯ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,73 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3285 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ნანახია: 1954-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნარკოლოგიური შემოწმებისას გეგი ლ-ს ოპიუმის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ფ-მ თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქუთაისში, მშენებლის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა.

ამინდი