წერეთლის უნივერსიტეტი მართვისა და სწავლების ელექტრონულ სისტემაზე გადადის
თარიღი : 26-08-2013, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განახლებას 9 სექტემბერს გეგმავენ. სასწავლებლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის კონსტანტინე სირბილაძის თქმით, მიმდინარე სასწავლო წელს იგეგმება უნივერსიტეტის მართვასა და სასწავლო პროცესში ელქტრონული სისტემების ფართოდ დანერგვა. კერძოდ, საუბარია, უნივერსიტეტში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ამუშავებაზე, , რომლის პროგრამულ უზრუნველყოფას საქართველოში Microsoft ფირმის წარმომადგენლობა მოახდენს. „ აქტიურად ვთანამშრომლობთ ორგანიზაცია Innovative Systems Management–თან უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების სისტემების უფრო ფართოდ დანერგვის მიზნით. აბსოლუტურად ახალ საფეხურზე გადადის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მართვის სიტემა, რაც მნიშვნელოვნათ გაუფართოვებს ჩვენს სტუდენტებს, თანამშრომლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საბიბლიოთეკო ფონდზე წვდომის შესაძლებლობას და გაცილებით კომფორტულს გახდის მათ მომსახურეობას,“ - ამბობს კონსტანტინე სირბილაძე. ამ დროისათვის სასწავლებელში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა მიმდინარე წელს პირველკურსელთა რიცხვის ზრდას ელოდებიან.