ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარმა ავარიამ სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია
თარიღი : 20-12-2018, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ქალაქის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი ავარია გახდა.
სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამჟამად დაზიანების ადგილი აღმოჩენილია და ბრიგადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუშაობს.