Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გარდაცვლილი ოპერატორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა

თარიღი : 19-12-2018, 19:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში პირველი არხის ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საქველმოქმედო საღამოს სოფო ბობოხიძის მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, ტურიზმის ცენტრში მოყვარული ფოტოგრაფების ფოტოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. წარმოდგენილი ფოტოები ადგილობრივი თვითმმართველობისა და მხარის ხელმძღვანელებმა შეიძინეს. შემოსული თანხით განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახისთვის საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენა მოხდება.

საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას მხარდაჭერით საქველმოქმედო ღონისძიება ტრადიციულად ყოველი წლის 19 დეკემბერს (ნიკოლოზობას) იმართება. ღონისძიება მესამედ შედგა.

პირველი არხის ოპერატორი 27 წლის სოფო ბობოხიძე, 2016 წლის 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.


ნანახია: 816-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შემოსული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახს გადაეცემა.
ღონისძიებიდან შემოსული თანხით მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
სოფო ბობიხიძე გასული წლის 11 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

ამინდი