Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ქუთაისის ოპერის თეატრს ახალი სისხლი გადაუსხეს“

თარიღი : 4-02-2014, 20:58 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. აღნიშნულის მიზეზი კი თეატრის ყოფილი და ამჟამინდელი მმართველების საჯარო დაპირისპირებაა. როზა დვალიშვილი და ხატია ვედმედევა სოციალური ქსელის მეშვეობით ერთმანეთს კომპრომატებსა და ურთიერთბრალდებებს უყენებენ.

რას ფიქრობენ ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე პროცესებზე და როგორ აფასებენ დაწესებულების საქმიანობას ის ადამიანები, რომლებიც ქალაქში კულტურის სფეროს აღორძინებას წლებია ემსახურებიან.


„ოპერის თეატრი ბოლოს ძალიან აქტიური გახდა. ეს ალბათ მისი ახალი მმართველის დამსახურებაა, რომელიც ძალიან კარგი, ენერგიული და შრომისმოყვარე ადამიანია. არ ვიცი ოპერის თეატრის შიდა სამზარეულო და იქ რა ხდება, მაგრამ ვხვდები, რომ თეატრი პროგრესს განიცდის. თუ ადგილობრივი ხელისუფლება ფინანსურად დაეხმარება, თეატრის ახალგაზრდა მმართველი უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს,“ - ამბობს თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.

„დიდი ბედნიერებაა, როცა ქალაქს ჰყავს გოგი ჭიჭინაძე. ის არის არაჩვეულებრივი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი. რაც შეეხება ოპერის თეატრის მმართველს ხატია ვედმედევას, მასაც ვიცნობ. მშვენიერი ადამიანია. მასთან შეხება გვაქვს და ვფიქრობ, კარგად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას,“ - აცხადებს ბალანჩივაძეების სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი მანანა კიკაბიძე.

„ მე ის პიროვნება ვარ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად გულშემატკივრობს ამ თეატრს. თეატრში ბოლო დროს ძალიან ბევრი სპექტაკლი იდგმება. სპექტაკლების უმრავლესობა მართლაც არაჩვეულებრივია. თუ თეატრს დაფინანსება გაეზრდება, ვფიქრობ, ქალაქში მისათითებელი თეატრი გვექნება,“ - ამბობს ქუთაისის სამუსიკო სკოლის დირექტორი რუსუდან ლორთქიფანიძე.


„ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრს ასე რომ ვთქვათ, ახალი სისხლი გადაუსხეს. თეატრს ჰყავს არაჩვეულებრივი სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე და ასევე, მმართველი ხატია ვედმედევა, რომელიც ყველაფერს აკეთებს თეატრის აყვავებისთვის. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს სისტემატიურად დავდივარ ქუთაისის ოპერის თეატრში და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვრჩები ისეთი მიზერული თანხით, რაც ოპერას აქვს, არაჩვეულებრივი სპექტაკლები რომ იდგმება. მე ყოველმხრივ გვერდით დავუდგები მათ, იმიტომ რომ ვხედავ ამ ადამიანებს სურთ ამ თეატრის წინსვლა,“ - ამბობს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის რეჟისორი გიორგი სიხარულიძე.

R


ნანახია: 2885-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი ხატია ვედმედევა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ რამდენიმე თვის წინ
ვედმედევას თქმით, ოპერის თეატრის ყოფილმა დირექტორმა თეატრს 700 კვადრატი დაუკარგა და ასევე თანხები არამიზნობრივად დახარჯა.
ქუთაისი ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დასს, ახალი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი
ქუთასის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი ხატია ვედმედევა ფოტოებს
ქუთაისის ოპერის თეატრს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალი უფროსი ჰყავს

ამინდი