Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ საპრასიაში გზის მოწყობა სრულდება

თარიღი : 19-12-2018, 19:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა დაათვალიერა.

აღნიშნული გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი და ჯი“ ახორციელებს. ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (კოპიტნარის მიმართულებით) გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობის მესამე ეტაპზე ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 499 999 ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტაციის სამივე ეტაპზე ჯამში მოეწყო 5300 მ ასფალტის საფარი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ქვიშა-ხრეშოვანი გვერდულების და რკინა-ბეტონის კიუეტების მოწყობის სამუშოები.

დაგეგმილია რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპიც, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლის გაზაფხულზე უკვე სრულად დაიგება სოფელ საპრასიის ცენტრამდე მისასვლელი გზა.


ნანახია: 748-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია,

ამინდი