Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ასათიანის ქუჩა ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია ქალაქში

თარიღი : 18-12-2018, 19:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო. სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა და განაცხადა, რომ ადგილზე კაპიტალურად მოეწყობა დახურული სანიაღვრე ქსელი საფეხმავლო ბილიკებთან ერთად.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან სთოუნი" ახორციელებს.

"ასათიანის ქუჩა ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია ქალაქში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კაპიტალურად მოვაწესრიგოთ სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები რათა ადგილობრივ მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდეს ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 485-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.

ამინდი