ქუთაისის ხელისუფლებას მერიის შენობის გაყიდვას და მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში გადასვლას ურჩევენ
თარიღი : 18-12-2018, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას მერიის შენობის გასხვისებას და მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში გადასვლას ურჩევს. ამის შესახებ წულაიამ იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"განიტვირთოს ქალაქის ცენტრი, გაყიდონ მერიის შენობა, მანქანები, მიხედონ ქალაქს და იფიქრონ ქალაქის განვითარებაზე. როდემდე უნდა ვიყოთ ასე, დაგვიდონ დოკუმენტი, სადაც წერია, საით უნდა განვითარდეს ქალაქი. რატომ არ გადადიან მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში, რადგან მიშას აშენებულია?,"-ამბობს წულაია.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.