„პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ დამპატიჟეს"- ომარ ნიშნიანიძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ომარ ნიშნიანიძე არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მიიწვიეს.
ყოფილი დეპუტატის თქმით, მოსაწვევი მას შემდეგ გადასცეს, რაც საგანგებო ბრიფინგი იმერეთის მთავარი საინფიორმაციო სააგენტო, topnews.com.ge-ს პრესკლუბში გამართა.
ომარ ნიშნიანიძის თქმით, მის მიერ გამართულმა ბრიფინგმა შედეგი გამოიღო.
"დიახ, მიმიწვიეს ინაუგურაციაზე, მას შემდეგ რაც პრესკონფერენცია გავმართე,"- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ომარ ნიშნიანიძემ იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს, topnews.com.ge-ს პრესკლუბში ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ე.წ ძველი გვარდია არ მიიწვიეს.