Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ამ ქალაქს პატრონი ჰყაავს?!"- ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 13-12-2018, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე #18 #20 კორპუსებში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული კორპუსების მიმდებარედ, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომლებმა, რამდენიმე კვირის წინ, წინასაარჩევნოდ წყლის მილები გაიყვანეს, არჩევნების დასრულების შემდეგ კი მიწიდან ამოღებული ქვა-ღორღის მასა ადგილზე დატოვეს.

"რამდენიმე კვირაა კორპუსებამდე მისასვლელი გზა პარალიზებულია. წყლის მილები გაიყვანეს და ამოღებული ქვა-ღორღი ეზოში დაგვიყარეს. წინასაარჩევნოდ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, არჩევნების დასრულების შემდეგ კი გორებად ქვა-ღორღი ეზოში დაგვიტოვეს. სასწრაფო ეზოში ვერ შემოდის და ღმერთმა დაგვიფაროს და რომ დაგვჭირდეს ვერც სახანძრო შემოვა. ამ ქალაქს პატრონი ჰყაავს?! მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება,"- აცხადებენ ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლები.

შესწორება: მას შემდეგ, რაც იმერეთის ახალი ამბების სააგენტოზე ინფორმაცია განთავსდა, აღნიშნული ტერიტორია სპეციალურმა სამსახურმა გაასუფთავა.


ნანახია: 1214-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე რამდენიმე კორპუსს წყალი გრაფიკით, ორი საათით მიეწოდება
ძარცვა ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.
სავაჭრო ცენტრ 'გრანდმოლი'-ს ტერიტორიაზე მოქალაქეთა დაშვების საფრთხე არსებობს.

ამინდი