იტვირთება

ბაღდათში, სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე საავადმყოფოში რჩება

ბაღდათში, სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე საავადმყოფოში რჩება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის  შედეგად დაშავებული მოქალაქე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მოინახულა.

"მას გამოჯანმრთელება და მხნეობა ვუსურვე. ექიმების განმარტებით, პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება,"-ამბობს ზაზა ლომინაძე.

7 თებერვალს, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ოთხი სახლი მიწის ქვეშ მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები