Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"უმრავლესობის დეპუტატმა მითხრა: კანონებს კი ვიღებთ, მაგრამ თქვენ რომ ისარგებლოთ, ეგ ბანკის კეთილ ნებაზეა დამოკიდებულიო"

თარიღი : 13-12-2018, 13:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები მაია ჩიქოვანი საკუთარი სახლის დასაცავად იბრძვის. ის ერთ-ერთია, რომელიც თავს ბანკების თავნებობისა და სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგად დაზარალებულად თვლის.

მაია ჩიქოვანი ყვება, რომ რამდენიმე წლის წინ, ბიზნესის გაფართოების მიზნით სესხი აიღო და ვალსაც იხდიდა, თუმცა ლარის გაუფასურების ფონზე, საბანკო ვალდებულების დაფარვა გაუჭირდა. იძულებული გახდა კერძო სკოლა დაეხურა. დღეს კი სკოლის შენობისა და საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

„ჩვენი ოჯახი წლებია ფლობს კერძო სკოლას, რომლის საქმიანობას მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიცემა წარმოადგენდა. ცხადია სკოლაზე დიდი იყო მოთხოვნა. გადავწყვიტეთ სკოლა გაგვეფართოებინა და შენობა შევისყიდეთ. ბანკიდან ამისათვის 140 000 დოლარი გამოვიტანეთ და ვალსაც პატიოსნად ვიხდიდით, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა პრობლემებმა და ლარის გაუფასურებამ პრობლემა ჩვენც შეგვიქმნა. დღეს ბანკი არ მოდის მოლაპარაკებაზე, რომ სკოლის შენობა გამოსყიდვის უფლებით დაგვითმოს. აუცქიონზე გაიტანეს, ამგვარად აპირებენ სახლის შემთხვევაშიც და ბანკს უნდა, რომ 470 000 დოლარად შეფასებული ჩემი ორივე ქონება-სკოლის შენობა და საცხოვრებელი სახლი 140 000 დოლარში დაიტოვოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ჩემს პრობლემაზე შევხვდი. ვესაუბრე დეპუტატ დავით მათიკაშვილს „ქართული ოცნები“-დან, რომელმაც მითხრა, მთელი პარლამენტი რომ შემოიაროთ, მაინც ვერავინ დაგეხმარებათო. კანონებს ჩვენ კი ვიღებთ, მაგრამ ბანკის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თქვენ ისარგებლებთ თუ არაო. მაინტერესებს, ეს თუ ასეა, რა აზრი აქვს კანონების მიღებას? გამოდის, რომ ბანკები არიან სახელმწიფო სახელმწიფოში და ხელისუფლება უძლურია,“ - ამბობს მაია ჩიქოვანი.


ნანახია: 560-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბანკების 2017 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.
წლებია საწოლს არის მიჯაჭვული, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ამბობს, რომ საჭმელი არ აქვს და მეზობლების კეთილ ნებაზეა
ბოლო სამ თვეში ქუთაისში საცხოვრებლის გარეშე 7 ოჯახი დარჩა.
მოშიმშილე ოთარ ხმელიძე ამბობს, რომ ბანკიდან სესხის სახით 17 500 ლარი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც პირნათლად იხდიდა.

ამინდი