'ზოგჯერ გვაქვს საკვები, ზოგჯერ არ გვაქვს და ბავშვები მშივრები იძინებენ,'- ოჯახი, სადაც 9 ბავშვს შიმშილი უწევს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.
ნუცუბიძეები ყვებიან, რომ სამუშაო არც ერთს აქვთ და თვიდან თვემდე თავის გატანას სოციალური შემწეობით ცდილობენ. იმის გამო, რომ თანხა მცირეა, ცდილობენ ეკონომიურად იცხოვრონ. არის დღეები, როდედსაც სკოლიდან სახლში მოსულ ბავშვებს საკვები არ ხვდებათ და მშივრები იძინებენ.
საკვების გარდა, ნუცუბიძეები ნორმალურ საცხოვრებელ პირობებსაც ნატრობენ. ამბობენ, რომ დაზიანებული სახურავის გამო, სახლში წყალი ჩასდით.
„ვცდილობთ დახმარება ეკონომიურად დავხარჯოთ. დილა რომ თენდება, იმაზე ვფიქრობ, სკოლიდან მოსულ ბავშვებს საჭმელი რა დავახვედრო. ზოგჯერ გვაქვს საკვები, ზოგჯერ არ გვაქვს და ბავშვები მშივრები იძინებენ,“-ამბობს ინგა თათეიშვილი.
ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს სოფელ მაღლაკში წყალტუბოს მერის წარმომადგენელი. შალვა ჭოლაძე აცხადებს, რომ ოჯახის დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას მუშაობა დაწყებული აქვს.