Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ზამთარში

თარიღი : 10-12-2018, 20:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს ან ნორ­მა­ზე 1-2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

რო­გორც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლ სა­ა­გენ­ტოში აცხადებენ, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპერ­ტე­ბის კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზის ფო­რუმ­ზე (SEECOF-20) მომ­ზად­და 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის სე­ზო­ნის ამინ­დის პროგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც ეყ­რდნო­ბა გლო­ბა­ლურ და ხმელ­თა­შუა ზღვის და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნე­ბის დი­ნა­მი­კურ და სტა­ტის­ტი­კურ მო­დე­ლებს.

„ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დის ფორ­მი­რე­ბა­ზე დო­მი­ნან­ტურ როლს წყნარ და ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ას­რუ­ლებს. აღ­ნი­შუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია: ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს ან ნორ­მა­ზე 1-2 გრა­დუს C-ით მა­ღა­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზამ­თრის სე­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე +5, +7გრა­დუსს; მთა­ში 0, +2 გრა­დუსს; მა­ღალ მთა­ში -4, -2 გრა­დუსს; აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში 0, +2 გრა­დუსს; მთა­ში -2, 0 გრა­დუსს; მა­ღალ მთა­ში -5, -3 გრა­დუსს შე­ად­გენს“, – აცხა­დე­ბენ სა­ა­გენ­ტო­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია გა­ნე­კუთ­ვნე­ბა მე-2 ზო­ნას, რომ­ლის თა­ნახ­მად ზამ­თრის სე­ზონ­ში ნორ­მა­ზე მეტი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ალ­ბა­თო­ბა 50%-ს შე­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზამ­თრის სე­ზო­ნის ნა­ლე­ქე­ბის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე 500-700 მმ, მთა­ში 300-450 მმ, მა­ღალ მთა­ში 200-400 მმ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში 70-120 მმ, მთა­ში 80-150 მმ, მა­ღალ მთა­ში 70-150 მმ-ს შე­ად­გენს.

ipn.ge


ნანახია: 796-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 ივ­ნი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი
პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 2018 წლის 1 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და და ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამინდი