Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ ტობანიერში ბოსტნეულის წარმოება დაიწყო

თარიღი : 9-12-2018, 14:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სასათბურე მეურნეობაში ჯამურად 780,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 312,000 ლარი გრანტია.

აღნიშნული მეურნეობა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ დაათვალიერეს.

სასათბურე მეურნეობაში წელიწადში 115 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.


ნანახია: 1116-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ
მეფუტკრეობის მეურნეობა ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს.
რომელიც წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი, ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

ამინდი