Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

81 წლის მარტოხელა მოხუცს, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს ემიგრანტი დაეხმარა

თარიღი : 7-12-2018, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ფერსათში მცხოვრებ თამარ ფაშხუიძეს ემიგრანტი დაეხმარა.
81 წლის მარტოხელა ქალბატონს, სამი წლის წინ, შვილის გარდაცვალების გამო, სოციალური დახმარება მოუხსნეს, რის გამოც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

მოხუც ქალბატონს, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტის სახელით დახმარება, ქუთაისის მერიის თანამშრომელმა ონისე მელქაძემ მიუტანა.

"შვილო, ამდენი ბოსტნეული, მაკარონი, შაქარი და ტკბილეული დიდი ხანია ერთად არ მინახავს. ეს პროდუქტები რამდენიმე თვე მეყოფა. ხშირად ღამე მშიერი ვიძინებდი, რადგან პურის ფულიც კი არ მქონდა. მე ერთი შვილი სამი წლის წინ დამეღუპა, ამის შემდეგ კი მეორე შვილსა და შვილიშვილს მანქანა დაეჯახა, შვილიშვილი ადგილზე დაიღუპა, გოგო კი საწოლს არის მიჟაჭვული,"- აცხადებს თამარ ფაშხუიძე.

ონისე მელქაძე, რომელმაც მოხუცს პროდუქტები და თანხა მიუტანა, აცხადებს, რომ თანხა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა გამოუგაზავნა.

"თანხა გამომიგზავანა ამერიკაში მცხოვრებმა, ძალიან კეთილმა ქალბატონმა. სახელისა და გვარის გაჟღერება არ სურს. მიხარია, რომ მოხუცის გახარება შევძელით, თუმცა ცუდია, რომ ბებოს შეშაც არ აქვს და ცივი ზამთრის ძალიან ეშინია,"- ამბობს ონისე მელქაძე.

ფაშხუიძის ყოველდღიურობა მძიმე და ტრაგიკულია. სოციალური შემწეობა მაღალი ქულების მიზეზით მოუხსნეს, თუმცა ვერ ხვდება მაღალი ქულა რით დაიმსახურა. ამბობს, რომ ერთადერთი კატა გააჩნია, რომელიც ოჯახის წევრის მაგივრობას უწევს.


81 წლის  მარტოხელა მოხუცს, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს ემიგრანტი დაეხმარა

81 წლის  მარტოხელა მოხუცს, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს ემიგრანტი დაეხმარა

81 წლის  მარტოხელა მოხუცს, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს ემიგრანტი დაეხმარა


ნანახია: 868-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის სოფელ მეორე ფერსათში მცხოვრები თამარ ფაშხუიძე სამი წელია შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ცდილობს.
მოხუცი გაუსაძლის პირობებში და ავარიულ სახლში ცხოვრობს.
დიანა ნიქაბაძე ამბობს, რომ დახმარება მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ქალბატონს არც პენსია აქვს. ნიქაბაძეს საპენსიო
ქუთაისში მცხოვრები გეგეშიძეების მრვალშვილიანი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა, რომლითაც ოჯახი ოთხ
2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის
'მეზობლის მანქანის გამო, ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს,' - ამგვარი სახელწოდებით მასალა საინფორმაციო სააგენტო
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი