Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გავსკოჩავთ და ისე გამოვიყვანთ კაბინეტიდან,'- ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციები იწყება

თარიღი : 7-12-2018, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, მომავალი კვირიდან ზესტაფონში საპროტესტო აქციები იწყება. აქციებს ის ადამიანები აანონსებენ, რომლებიც თვლიან, რომ მერად მოსვლის შემდეგ, კახაბერ მახათაძემ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლა. ყოფილი თანამშრომლები მერმა დღეს შეხვედრაზე დაიბარა და მათ სამსახურში დაბრუნება გაჩუმების სანაცვლოდ შესთავაზა. შეთავაზებას უარი მოჰყვა. მერის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი გაჩუმებას და მერთან ვაჭრობას არ გეგმავენ.

"სამსახურში ჩვენი დაბრუნებით მერი თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ცდილობს. აქამდე რატომ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და რატომ არ დაგვაბრუნა? მერი კრიმინალია და ის საერთოდ უნდა წავიდეს ზესტაფონიდან. ბიუჯეტის ფულს თავისი მიზნებისათვის ხარჯავს. თუ არ წავა, გადავსკოჩავთ და ისე გამოვიყვანთ კაბინეტიდან,"- ამბობენ გათავისუფლებული მოქალაქეები.

ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულები იტყუებიან, რადგან მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს მიიღო. რაც შეეხება მერის წასვლას, მერიის იურიდიული განყოფილების იურისტი ამბობს, რომ
კახაბერ მახათაძე არჩეული მერია და უფლებამოსილების ვადა ჯერ არ ეწურება.


ნანახია: 388-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერის გადადგომის მოთხოვნით კახაბერ მახათაძის სამუშაო ოთახის კართან მოქალაქეები მესამე დღეა მჯდომარე აქციას მართავენ.
ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ცხრა დღის განმავლობაში აქცია მერის, კახაბერ მახათაძის კაბინეტთან მიმდინარეობდა, დღეს საღამოს კი მონაწილეებმა კარვები მერიის
ზესტაფონის მერიის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მერი მუნიციპალიტეტის საზიანოდ მოქმედებს და თანამდებობა უნდა
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი