Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შვილმკვდარი სამხედროს მამა იმერეთის გუბერნატორს გულგრილობაში ადანაშაულებს

თარიღი : 7-12-2018, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი იმერეთის გუბერნატორს გულგრილობაში ადანაშაულებს. შვილმკვდარი მამა შავლეგო ტაბატაძეს, როგორც ყოფილ გენერალს, შეხვედრას რამდენიმე კვირაა უშედეგოდ სთხოვს.

სამხედროს მამა ირწმუნება, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს კი საქმის ობიექტური გამოძიება არ სურს. გარდაცვლილი მირზა ჩაჩუას ოჯახი დახმარებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრს სთხოვს.

"ორი კვირა გავიდა, რაც ვითხოვეთ იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრა. გვეგონა, გუბერნატორი გამონახავდა დროს და გულთან მიიტანდა ჩვენი ოჯახის გასაჭირს, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ჩემი შვილი მოკლულია და მაინტერესებს, ვინ მოკლა ჩემი შვილი,"- ამბობს გარდაცვლილი სამხედროს მამა.

ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისა და ექსპერტიზის მონაცემები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

"ძალიან უხერხულია, როცა გუბერნატორი ხალხს ემალება. კაბინეტიდან გამოვიდეს და ასეთ ტრაგედიაგადატანილ ადამიანებს შეხვდეს. მე პირადად გაოგნებული ვარ მისი გულგრილობით,"- აცხადებს ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

შვილმკვდარი მამის განცხადებას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ეხმაურებიან და ამბობენ რომ გია ჩაჩუას, გუბერნატორისათვის შეხვედრასთან დაკავშირებით არ მიუმართავს.

31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ.


ნანახია: 1113-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს და მინისტრ ლევან იზორიას ერთი
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
სამტრედიაში მცხოვრები ჩაჩუების ოჯახი იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას მედიის საშუალებით რამდენიმე კვირაა აჟღერებენ.
ძველაიების ოჯახის ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად ციხიდან ამოღებული ფირების მათთვის
როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო.

ამინდი