ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყალს მუნიციპალიტეტებს გადასცემს
თარიღი : 26-08-2013, 12:30 | კატეგორია: ახალი ამბები

მომავალი წლის პირველი იანვრიდან წყალი მუნიციპალიტეტების საკუთრება გახდება. რეგიონული განვითარების სამინისტრო სამი ინიციატივით გამოდის. პირველი სტიქიური მოვლენების პრევენციას, მეორე- ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და მესამე-სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას შეეხება. ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამინისტრო მუნიციპალიტეტებს წერილობით მოთხოვნებს უახლოეს დღეებში გადაუგზავნის, ხოლო მთავრობა რეგიონული პროექტების ფონდიდან მნიშვნელოვან დაფინანსებას განახორციელებს და მომავალი წლიდან წყალს მუნიციპალიტეტებს გადასცემს.