Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორს თავდაცვის მინისტრობისთვის ამზადებენ

თარიღი : 4-12-2018, 20:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას იმერეთის გუბერნატორი ჩაანაცვლებს.

როგორც იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს წყარომ განუცხადა, გადაწყვეტილება ცენტრალურ ხელისუფლებაში უკვე მიღებულია და შავლეგო ტაბატაძე მინისტრის პორტფელს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა.
შავლეგ ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

გენერალ ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები – "გენერალი მაზნიაშვილი" და "სამშობლოსათვის თავდადებული", ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

იმერეთის გუბერნიაში გუბერნატორის თავდაცვის სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 10190-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
გენერალ შავლეგ ტაბატაძეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორად დაასახელებს.
იმერეთს ახალი რწმუნებული ჰყავს. აღნიშნულ პიზიციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძე წარადგინა.
იმერეთის გუბერნატორი თანამდებობას თებერვალში დატოვებს და თავდაცვის სამინისტროს ჩაიბარებს
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, გენერალური შტაბის უფროსმა, ქუთაისის მერმა და იმერეთის სამსახრეო ადმინისტრაციის

ამინდი