Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 4-12-2018, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში რეორგანზიაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ.
მერიაში განმარტავენ, რომ განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურის უფროსებმა.

"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით. როგორც მოგეხსენებათ 2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დამტკიცდა მერიის ახალი სტრუქტურა, რომელთა მუშაობამ ნათელყო, რომ მერიის და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოხდეს სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაცია.რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს. განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება ჯერჯერობით უცნობია ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურის უფროსებმა,რის თაობაზეც დავალება რეორგანიზაციის დაწყების ბრძანების საფუძველზე სამსახურის უფროსებზე გაცემულია."- ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1083-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილებზე მერიაში კონკურსი უკვე გამოცხადდა.
ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს 'საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია' აკვირდება.
ამ დროისთვის ქალაქის მერიაში დასაქმებული 278 ადამიანი რჩება.

ამინდი