Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე იქნება

თარიღი : 3-12-2018, 19:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ საბჭოებს ქმნის.

საზოგადოებრივი საბჭოს წარმოადგენელი იმერეთის რეგიონში ნუგზარ კოხრეიძეა. იგი სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" თანადამფუძნებელი და დავმჯდომარეა.

"მადლობა მინდა გადავუხადო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ირინა ფუტკარაძეს და ყველა საბჭოს წევრს ნდობისთვის. როგორც საზოგადოებრივი საბჭოს წევრი და წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში ვიმუშავებ იმისთვი, რომ დავამყარო კომუნიკაცია მოსახლეობასა და სამეურვეო საბჭოს შორის. მივიტანო ჩვენი რეგიონის მოსახლეობის აზრი, დამოკიდებულება, სურვილები და რეკომენდაციები თუ როგორ გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი," - განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

საზოგადოებრივი საბჭოს მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის აზრის გამოკითხვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში მათი საჭიროებების გათვალისწინებაა.

საბჭოები საპილოტე რეჟიმში ოთხ რეგიონს მოიცავენ. ესენია: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და იმერეთი.

თითოეულ რეგიონში იქნება საბჭოს ერთი წევრი, რომელსაც დაევალება ყოველთვიური შეხვედრები ჩაატაროს თავის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფებთან და მოგვიანებით, კვარტალური ანგარიშები მოამზადოს.

თავის მხრივ, წელიწადში ერთხელ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებს ბორდის წევრებიც გამართავენ.


ნანახია: 1076-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საბჭო საზოგადოებრივი სახეებით დაკომპლექტდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების “შესაბამისობის ანგარიში" და კრიტიკულად

ამინდი