Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაზიანებული სკოლები, დამწვარი ტერიტორია და დაზიანებული ელექტროსადენები-სტიქიის შედეგები სამტრედიაში

თარიღი : 1-12-2018, 01:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში ძლიერი ქარის შედეგად მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციზე პრობლემები შეიქმნა.

ძლიერი ქარმა ხანძარი გამოიწვია ბაშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პირველ ეწერ-ბაშში, სადაც 28 ჰექტარი ბალახის მასივი დაიწვა.

ქარის შედეგად დაზიანდა, მელაურის საჯარო სკოლის და თამარ მეფის ქუჩაზე არსებული ძიუდოს დარბაზის სახურავები.

სოფელ კულაშში საჭიდაო კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია ხეები და ელექტრობოძები.

დაზიანებული ელექტრობოძების და ელექტროსადენების გამო მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისი სამსახურები ადგილზეა მობილიზებული და ოპერატიულად მუშაობენ.

დაზიანებულ ლოკაციებზე ვითარებას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა-,,საგანგებო რეჟიმში ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე მუშაობს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს.“


ნანახია: 800-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტიქიის გამო შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონი დააზარალა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად 6 ობიექტი დაზიანდა.

ამინდი