Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი შენგელია:ქალი პრეზიდენტით ჩვენ ბევრი სტერეოტიპი დავამსხვრიეთ

თარიღი : 29-11-2018, 17:12 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. ირაკლი შენგელიას თქმით, ყველაზე კარგი მოცემულობა და რეალობა, რაც ქალი პრეზიდენტით საქართველომ დღეს ხმამაღლა თქვა არის ის, რომ: ქალთა უფლებები ადამიანის უფლებებია და რომ ჩვენთვის მთავარი არა სქესი არამედ ადამიანია!

"ქალი პრეზიდენტით ჩვენ ბევრი სტერეოტიპი დავამსხვრიეთ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის მიღმა. მჯერა, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო წლების განმავლობაში საქართველოს უახლოესი ისტორიის ფურცლებზე საინტერესო ფაქტები ჩაიწერება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია არის ბევრ სიკეთესთან ერთად - გამბედაობა. გამბედაობა - რომელიც პირველ ტურში დავინახეთ და სრულიად სამართლიანად ამომრჩევლებმა თვითმმართველობას მკაცრი მესიჯი გამოგვიგზავნა.
გამბედაობა - რომელიც მეორე ტურშიც დავინახეთ და ხალხმა სრულიად სწორად იმ რეჟიმზე თქვა უარი, რომელიც სახელმწიფოს ანადგურებდა და მათთან ერთად აქ მცხოვრებ უბრალო უმრავლესობას. ამ ფაქტზე წინ კიდევ ბევრს ისაუბრებენ, ამას მოყვება ბევრი მსჯელობა - თუმცა ვიცი, რომ საბოლოოდ ეს მსჯელობა მივა იქ, რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და ეს არის ნამდვილი რეალობა.

საქართველო ყველა ეპოქაში იყო პროგრესზე ორიენტირებული. ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით ბუნებრივად ვყოფილიყავით ევროპელები, განვითარებაზე ორიენტირებულები. დღევანდელი დღით შეიძლება ვთქვა, რომ საქართველო მზად არის სწრაფი წინსვლისთვის, პროგრესული, მყარი და დიდი ნაბიჯების გადადგმისთვის.

გასული წლის დეკემბერში მიღებული მანდატით ჩემი ქვეყნის წინაშე დადებული პირობა ვიყო საქართველოს და ჩემი ქალაქის სამსახურში, რა თქმა უნდა, მანამდეა ძალაში, სანამ თქვენი, ჩემი თანამოქალაქეების მხარდაჭერით ძლიერდება. მადლობა გამარჯვების ოლქს. თქვენ მე მაძლიერებთ. ყოველთვის ვიყავი და ვიქნები თქვენი ხმა საკრებულოში,"- ამბობს შენგელია.


ნანახია: 212-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ირაკლი შენგელია დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოიგებს.
გამარჯვების ოლქში არჩევნებში 'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ გაიმარჯვა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით, ქუთაისში გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი