Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქში მეტი მწვანე ზოლი და მოსასვენებელი სკვერი იყოს

თარიღი : 27-11-2018, 17:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე განახლებული სკვერი გაიხსნა. სკვერი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.

ადგილზე სრულად გამოიცვალა ინფრასტრუქტურა, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოეწყო, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "არადანმა" განახორციელა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 213 000 ლარით დაფინანსდა.

"ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე თვის წინ შევხვდით და ადგილზე სამუშაოები დავაანონსეთ. როგორც ხედავთ ინფრასტრუქტურა სრულად გამოიცვალა. სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოეწყო და დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქში მეტი მწვანე ზოლი და მოსასვენებელი სკვერი იყოს. ამ მიმართულებით ისევ გავაგრძელებთ მუშაობას და ქუთაისში კიდევ რამდენიმე ადგილზე სრულიად ახალი სკვერი იქნება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 858-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბუხაიძის N25 კორპუსის მოსახლეობას დღეს ადგილზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააცნო.

ამინდი