Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, ავტოფარეხის ნაცვლად სკვერი მოეწყო

თარიღი : 27-11-2018, 11:09 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუაისში, ბუხაიძის 25 ნომერში, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ პარლამენტის დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ იმედა საღინაძესთან ერთად, მარტივი ტიპის მოედანი გახსნა. აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებმა რამდენიმე თვის უკან ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვნით მიმართეს და განაცხადეს, რომ მოედნის მოწყობის შეთხვევაში ავტოფარეხებს აიღებდნენ, რადგან ადგილზე საკმარისი სივრცე არ იყო.

ბუხაიძის 25 ნომერში, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და შედეგად მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო, რომელიც ადაპტირებულია, როგორც კალათბურთის ასევე ფეხბურთისა და ფრენბურთის სათამაშოდ. ქალაქის მერმა ბავშვებს საჩუქრად ბურთებიც გადასცა და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით. მოედანზე გაკეთდა საფარი, დამონტაჟდა ახალი განათებები და აღიჭურვა სპორტული ინვენტარით.

,,რამდენიმე თვის უკან ბუხაიძის 25 ნომრის მოსახლეობამ თხოვნით მოგვმართა, ადგილზე მარტივი ტიპის მოედნის მოსაწყობად. რადგან აქ საკმარისი სივრცე არ იყო და ტერიტორია ავტოფარეხებს ეკავა, მათ ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელეს. ქუთაისის მერიამ ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი მოაწყო, რომელიც ადგილობრივი ბავშვებისთვის უკვე ყველაზე საყვარელი ადგილი გახდა. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ მსგავს აქტივობებს. ქალაქში წელს უკვე 14 მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო სხვადასხვა უბანში და ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 618-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2015 წელს კი 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბუხაიძის N25 კორპუსის მოსახლეობას დღეს ადგილზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააცნო.
ქუთაისში თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო.
ადგილობრივებმა კორპუსის ეზოში განლაგებული ძველ ავტოფარეხების აღების სურვილი გამოთქვეს და სანაცვლოდ მათ ადგილობრივი
მოედნები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად

ამინდი