Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის გენდერული საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს უერთდება

თარიღი : 24-11-2018, 18:24 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს სემინარების ციკლით აღნიშნავს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თქმით, სემინარების ციკლი ქუთაისში საბჭოში შემავალი თავის წევრ ორგანიზაციებთან პარტნიორობით განხორციელდება.

"საბჭოში წელს აქცენტს ვაკეთებთ ცნობიერების გაზრდასა და კომპეტენციების გამყარებაზე. ამის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე კვირის წინ თავად საბჭოს წევრებისთვის ტრენინგთა ციკლი. ახლა უკვე საბჭო იწყებს სემინარების ციკლს ახალგაზრდებისთვის. საბჭოში შემავალი ორგანიზაციები საკუთარ ლოკაციებზე გამართავენ შეხვედრებს. სემინარებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს ექნება მასში ჩართვის შესაძლებლობა, ამისთვის მხოლოდ საჭიროა მოგვწერონ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. სემინარების ფარგლებში, ამ 16 დღის მანძილზე, მოხდება 2 თემის დაფარვა: რა არის გენდერი და რას ნიშნავს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი. აქვე, ნებისმიერ დაწესებულებას ვისაც სურვილი აქვს იყოს ჩართული ამ პროცესში შეუძლია დაგვიკავშირდეს და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მათთან სემინარების ჩატარებას," - ამბობს ირაკლი შენგელია.

სემინარების ციკლის ფარგლებში პირველი შეხვედრა 26 ნოემბერს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციაში, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბში "თაობათა დიალოგი" (RICDOG) გაიმართება.

კამპანიის ფარგლებში საბჭო დაფარავს ორ თემას: გენდერი და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი.

შეგახსენებთ, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.


ნანახია: 793-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საბჭოს მიზანია კამპანიის ფარგლებში მოხდეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. კერძოდ კი ახალგარზდებში გაიზარდოს ინფორმაციის დონე
კამპანიის ფარგლებში ხარაგაულის ქუჩებში გამოკითხვა ჩატარდა.
გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე იმუშავა.

ამინდი